logo
ENG



ვატო წერეთელი: მაქვს მოლოდინი, რომ აუცილებლად დააკავებენ მამასაც და მამუკა ხაზარაძესაც

09 დეკ 202118:49
3 წუთის საკითხავი
 

ტვ პირველის დირექტორი, ვატო წერეთელი ამბობს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე ბრალდებულების დაკავების მოლოდინი აქვს. ფორმულას ეთერში საუბრისას მანვე აღნიშნა, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის შურისძიება მის ოჯახზე:

"მაქვს მოლოდინი, რომ აუცილებლად დააკავებენ მამასაც და მამუკა ხაზარაძესაც. ასეთი ინფორმაცია, ყოველშემთხვევაში, არის. უდანაშაულო ადამიანებს პოლიტპატიმრებად აქცევენ. ქართულ ოცნებას გონი არ მოეკითხება, ასეთი რამ რომ არ ჩაიდინოს. ეს არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის შურისძიება ჩემზე. ამას მე დავამტკიცებ", - ამბობს ვატო წერეთელი.

დღეს, 9 დეკემბერს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო სხდომა, სადაც ბადრი ჯაფარიძე დაკითხე, ბრალდებულებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მამუკა ხაზარაძის თქმით, პროკურატურას არ აინტერესებს მათი არგუმენტაცია და საბრალდებო დასკვნა წინასწარ აქვთ დაწერილი. მან, ასევე ჟურნალისტებს უპასუხა, რომ დაჭერის მოლოდინი აქვს

"დასკვნა დიდი ხნის წინაა დაწერილი. არ აინტერესებდათ არც დამაზუსტებელი და არც ის ინფორმაცია, რაც მე დეტალურად გავიარე. 

უცებ დავინახეთ, რომ 30-გვერდიანი დასკვნა მზადაა. პროკურატურას საერთოდ არ აინტერესებს, რა მოხდა, წინასწარაა გამოტანილი განაჩენი. საბჭოური პროკურატურა ამ ქვეყანას მიაქანებს, კი არა ღრმად ვართ შესული დეპოში. სხდომა დავტოვე პროტესტის ნიშნად, არანაირი კავშირი ამ პროცესს არ აქვს სამართალთან. [...]

სამართალი სადაც არაა, იქ არ არის ინვესტიცია, ინვესტიცია სადაც არაა, იქ არაა სამუშაო ადგილი. ძალიან მარტივია. 

ამ ქვეყანაში ყველანაირი მოლოდინი მაქვს, შეიძლება, დაგვიჭირონ, ამის პრობლემას პიროვნულად ვერ ვხედავ. ბრძოლა გაგრძელდება", - თქვა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად, 2 მილიონამდე ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წაუყენეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 

 

close დახურვა