logo
ENG



ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ

17 ნოე 202013:04
3 წუთის საკითხავი
 

პფაიზერის შემდეგ მოდერნას ვაქცინა შეერთებულ შტატებში მეორეა, რომელმაც კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობა აჩვენა. პფაიზერისგან განსხვავებით მის ვაქცინას შესანახად გაყინვა არ სჭირდება და ჩვეულებრივი მაცივრის პირობებში 30 დღე ძლებს.მოდერნას ვაქცინამ ეფექტურობა აჩვენა ასაკოვან და რიკს ჯგუფში შემავალი პაციენტებისთვისაც. მსოფლიოში სულ სამმა პრეპარატმა აჩვენა ასეთი შედეგი. მწარმოებელი კომპანია მოდერნა ახალ წლამდე 20 მილიონი დოზის გამოშვებას აპირებს, მომავალი წლის გაზაფხულზე კი 500 მილიონიდან მილიარდ დოზამდე ექნება. მოდერნასთანაც და პფაიზერთანაც ევროკავშირი უკვე მოლაპარაკებებს შეუდგა. ორივე ვაქცინის შეძენას დიდი ბრიტანეთიც აპირებს.

 


close დახურვა