logo
ENG



ვაქცინაციის პროცესში სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან

12 აგვ 202117:16
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/12/ngtmvsn0u8q2vsw.png

ვაქცინაციის პროცესში სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან. გადაწყვეტილება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. 

"ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრის პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმები და მათგან დაკომპლექტებული ბრიგადები. ისინი სხვადსხვა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ლოკაციებში განახორციელებენ ვაქცინაციას", - თქვა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ. 

მისივე თქმით, ასევე მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი დაწესებული რეგულაციების აღსრულებაზე. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რა შეზღუდვები ამოქმედდება 14 აგვისტოდან წაიკითხეთ აქ.

 


close დახურვა