logo
ENG



ვაქცინაციის საიტის გათიშვასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

03 ივლ 202116:31
3 წუთის საკითხავი
 
ვაქცინაციის საიტის გათიშვასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

ვაქცინაციის პორტალის booking.moh.gov.ge-ის გათიშვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

როგორც ფორმულას უწყებაში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება) და 286-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა) მუხლებით მიმდინარეობს.

ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დღეს 12 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვებგვერდი www.booking.moh.gov.ge გამორთულია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ვაქცინაციაზე რეგისტრაციის ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა, რამაც რეგისტრაციის პროცესი შეაფერხა.

თამარ გაბუნიას თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი უწყებები მუშაობენ და ვაქცინაციაზე რეგისტრაციაც დაიწყება.

ასევე დღეს, რამდენიმე საათის დაგვიანებით განახლდა კორონავირუსის სტატისტიკაც. 

საქართველოში სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინების 1 მილიონი დოზა გუშინ, 2 ივლისს შემოვიდა. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიმდინარე თვიდან ეტაპობრივად შემოვა ფაიზერის ვაქცინაც. 

რეგისტრაცია დღეიდან მხოლოდ სინოფარმზე უნდა დაწყებულიყო. 


close დახურვა