logo
ENG



ვაქცინის ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებთ, თუ სადმე მიემგზავრებით

07 ოქტ 202112:34
3 წუთის საკითხავი
 
ვაქცინის ბუსტერ დოზის გაკეთებას შეძლებთ, თუ სადმე მიემგზავრებით

ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, სასურველი ვაქცინით მესამე დოზით აცრას შეძლებთ, თუ სხვა ქვეყანაში მიემგზავრებით. 

მაგალითად, თუ ხართ სინოფარმით აცრილი, მაგრამ ქვეყანა, სადაც მიემგზავრებით, იღებს ფაიზერით აცრილებს, ბუსტერ დოზად ფაიზერის გაკეთებას შეძლებთ, ამისთვის უნდა მიმართოთ ამცრელ დაწესებულებას და წარადგინოთ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი.

"აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, განსხვავებული ვაქცინით ვაქცინაცია დასაშვებია პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგ, ამდენად ჩვენს შემთხვევაშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს რეკომენდაცია და დავუშვათ იმ პირების განმეორებითი ვაქცინაცია მათ მიერ მოთხოვნილი ვაქცინით, რაც გამომდინარეოს მოგზაურობის ან ბიზნესმიზნებიდან და ეს შეიძლება იყოს ფაიზერის, შეიძლება იყოს ნებისმიერი სხვა ვაქცინა, რომელსაც ის ქვეყანა იღბს, სადაც პირი მიემგზავრება. ამისთვის მათ უნდა მიმართონ ამცრელ დაწესებულებას და თან უნდა იქონიონ მიზნობრიობის, ანუ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი, რის საფუძველზეც მოხდება მათთვის ვაქცინაციას დაგეგმვა", - განმარტა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

გარდა ამისა, ქვეყანაში მესამე დოზით აცრა დასაშვები გახდა 50 წელს ზემოთ ადამიანებისა და მაღალი რისკის პროფესიების მქონე პირებისთვის.


close დახურვა