logo
ENG



ვაშაძე: საქართველოში არის ფეიკდემოკრატია

16 მაი 202213:03
3 წუთის საკითხავი
 
ვაშაძე: საქართველოში არის ფეიკდემოკრატია

დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნათელი მაგალითია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის, რომ საქართველოში დემოკრატია არ არსებობს, საქართველოში არის ფეიკდემოკრატია, ცრუ ილუზიები, ვითომ რაღაც ინსტიტუციები არსებობს, მაგრამ ყველაფერი აბსოლუტურად არის იმ პოლიტიკურ ინტერესზე მორგებული, რაც აქვს ქართულ ოცნებას

მალე გათავისუფლდება ნიკა გვარამიაც, მალე გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი და რაც მთავარია, მალე საქართველო დაუბრუნდება დასავლური განვითარების გზას და ძალიან მალე ქართულ ოცნებას გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან. 


close დახურვა