logo
ENG



ვაშაძე: ქართული ოცნება შეხვედრას არ დაესწრო, მხოლოდ ესემესით შეატყობინეს მასპინძელს

18 აპრ 202120:24
3 წუთის საკითხავი
clock 1893

სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ქართული ოცნება ევროკავშირის წარმომადგენლობაში დღევანდელ შეხვედრას არ დაესწრო.

"დღევანდელ დღეს დავარქვი შეთანხმების დღე, მაგრამ შეთანხმებას სჭირდება ორივე მხარე. ქართულმა ოცნებამ, არ ვიცი დემონსტრაციულად, არ ვიცი როგორ, ისინი არ გამოცხადდნენ ამ შეხვედრაზე და მხოლოდ ესემესით შეატყობინეს, როგორც ვიცი, ჩვენს მასპინძელს. საოცარი მიდგომაა, სახელისუფლებო ძალის მხრიდან ასეთი ქმედება არის შოკისმომგვრელი, რამდენჯერმე ვიკითხე, რა ხდება მეთქი", - თქვა ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პოლიტიკურ პარტიებს ახალ დოკუმენტს სთავაზობს. რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში, წაიკითხეთ აქ.  


close დახურვა