logo
ENG



ვაშაძე: ჩამოვაყალიბეთ პენსიონერების სამართლებრივი დახმარების ცენტრი

15 თებ 202212:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/15/y5upw7oim9x75dx.png

გიორგი ვაშაძის განცხადებით, სტრატეგია აღმაშენებელმა პენსიონერების სამართლებრივი დახმარების ცენტრი ჩამოაყალიბა, რომელიც როგორც პენსიონერებს, ისე დევნილებს და სოციალურად დაუცველებს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მან თქვა:

"დღეს ქვეყანაში ძალიან დიდი უსამართლობაა პენსიონერების, სოციალურად დაუცველების, უმუშევრად დარჩენილების მიმართ, იმიტომ, რომ საშინელი გაჭირვებაა. 

სწორედ ამიტომ, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პენსიონერების სამართლებრივი დახმარების ცენტრი. ნებისმიერ პენსიონერს, დევნილს, სოციალურად დაუცველს შეუძლია, დარეკოს და ჩვენ დავიცავთ თქვენს უფლებებს. 

რეალურად, რასაც ჩვენ ვარკვევთ ლიბერთი ბანკთან, სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობაში - უფლების დარღვევის ძალიან ბევრი ფაქტია და ჩვენ მზად ვართ, ამას მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ. 

ის, რაც გაკეთდა, არის მხოლოდ ნაწილი იმ უამრავი პრობლემისა, რაც თქვენ გაწუხებთ და მზად ვართ, თითოეულ თქვენგანს დაგიდგეთ გვერდში". 

პენსიონერების სამართლებრივი დახმარების ცენტრის ტელეფონის ნომრებია: 

558 262 845; 598 18 77 79; 

გიორგი ვაშაძემ ეს განცხადება საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთის შემცირების საკითხს მიაბა. 

2022 წლის 11 თებერვალს უწყებათაშორისმა კომისიამ საპენსიო სესხების საკითხზე მსჯელობა დაასრულა.

განხილვაში ქართული ოცნება, სტრატეგია აღმაშენებლი, ევროპელი სოციალისტები და მოქალაქეები მონაწილეობდნენ. 

კომისიამ შეიმუშავა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვით, საპენსიო სესხის პროცენტი 10%-ით დაიწევს  და 26%-ზე მეტი აღარ იქნება.

შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, მათ აქვთ მოლოდინი, რომ კონკურენციის გაზრდის პირობებში, პროცენტი კიდევ უფრო შემცირდება.

კომისიის ერთ-ერთ წევრ ირაკლი ზარქუას განცხადებით, სახელმწიფო პენსიის გამცემ ბანკს ყოველწლიურად გადაუხდის 15 მილიონ ლარს. ეს იქნება ე.წ. პენსიის დარიგების ფული და ერთგვარი სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან, რათა საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს.

ამასთან, პენსიონერებს სურვილის მიხედვით პენსიის სხვა ბანკში აღების საშუალებაც ექნებათ. ახალი პირობებით კონკურსში მონაწილეობის სურვილი ამ ეტაპზე ლიბერთი ბანკმა და საქართველოს ბანკმა გამოთქვეს.


close დახურვა