logo
ENG



ვაშაძე: ჩემი აზრით, დოკუმენტის შინაარსი მეტ-ნაკლებად მისაღები უნდა იყოს ყველასთვის

18 აპრ 202120:30
3 წუთის საკითხავი
 
ვაშაძე: ჩემი აზრით, დოკუმენტის შინაარსი მეტ-ნაკლებად მისაღები უნდა იყოს ყველასთვის

სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერის გიორგი ვაშაძის აზრით, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული ახალი დოკუმენტი მეტ-ნაკლებად ყველასთვის მისაღები უნდა იყოს.

როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, ის ამ საკითხს პარტიის წევრებთან განიხილავს.

"ჩემი აზრით, ეს არის დოკუმენტის შინაარსი, რომელიც მისაღები უნდა იყოს მეტ-ნაკლებად ყველა მხარისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემს პოლიტსაბჭოსთან მექნება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით", - თქვა ვაშაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პოლიტიკურ პარტიებს ახალ დოკუმენტს სთავაზობს


close დახურვა