logo
ENG



ვაშაძე: ციფრებით მანიპულაცია, ტრაბახი, ცინიზმი - ეს ივანიშვილის პარტიის ხელწერაა

09 თებ 202417:21
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/09/odg7cn3osci51v7.jpg

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პარტიის ხელწერა ციფრებით მანიპულაცია, ტრაბახი და ოპონენტებთან ცინიზმია.

ამასთან, ის ამბობს, რომ ახალ პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს მან არაერთხელ ჰკითხა იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს სამუშაო ადგილების შექმნას, თუმცა მისი თქმით, კითხვაზე პასუხი არ მიუღია.  

"კითხვა არაერთხელ დაისვა, როგორ აპირებს ირაკლი კობახიძე სამუშაო ადგილების შექმნას - [პასუხი] იგნორირება და მეტი არაფერი. ციფრებით მანიპულაცია, ტრაბახი, ცინიზმი ოპონენტებთან, არა ოპონენტებთან - ხალხთან მიმართებაში. აი, ეს არის ივანიშვილის პარტიის ხელწერა", - ამბობს ვაშაძე.

გუშინ, საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა. ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრი გახდა. 

კობახიძე პრემიერმინისტრის კანდიდატად ქართული ოცნების ყრილობაზე წარადგინესის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს ჩაანაცვლებს, რომელმაც პოსტი 29 იანვარს დატოვა. ყოფილი პრემიერი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდა.


close დახურვა