logo
ENG



ვაშაძე აშშ-ის დაფინანსების შეჩერებაზე: ეს სანქციები საშინელი განაჩენია ჩვენი ქვეყნისთვის

07 ივლ 202012:47
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აშშ-ის კონგრესის მხრიდან დაფინანსების 15%-ის შესაძლო შეჩერება, ქვეყნისთვის უმძიმესი განაჩენია.

როგორც „ახალი საქართველოს“ ლიდერმა განმარტა, სანქციები ბევრად მძიმეა ქვეყნისთვის, ვიდრე განცხადებები და გაფრთხილებები.

„სამი მთავარი ასპექტი, რატომ დაიდო ეს სანქციები: დემოკრატია, დემოკრატიის ხელყოფა (სასამართლო, არჩევნები), მეორე კორუფცია და მესამე ინვესტიციების, ბიზნესის ხელშეშლა. საქართველოში აღარ შემოდის ბიზნესი რეჟიმთან შეუთანხმებლად. ეს სანქციები არის საშინელი განაჩენი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს აღარაა გაფრთხილებები - ესაა სანქციები, რომლებიც დაედო ჩვენს ქვეყანას", - ამბობს ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესმა, შესაძლოა, საქართველოს დახმარებისთვის გამოყოფილი დაფინანსების 15%-ს შეუჩეროს მანამ, სანამ მთავრობა არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს დემოკრატიის გასაძალიერებლად.


close დახურვა