logo
ENG



ვაშაძე პომპეოს თანაშემწესთან შეხვედრის შემდეგ: მათი მხრიდან მოწოდება არის შეთანხმებისკენ

18 ნოე 202017:33
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/18/anoksh27wfa3ywr.jpg

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ შეხვედრისას, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თანაშემწის, ფილიპ რიკერის მოწოდება იყო, მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას.

მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლიდერებმა ამერიკელ დიპლომატს მიაწოდეს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და დააფიქსირეს თავიანთი პოზიციაც. ვაშაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი საკითხები ერთი შეხვედრით ვერ გადაწყდება. 

"რა თქმა უნდა, მოწოდება არის შეთანხმებისკენ, ამას ნამდვილად ვიტყვი. ჩვენ მივაწოდეთ ყველა ის საკითხი, რაც ხდება ქვეყანაში. ოპოზიციამ დააფიქსირა ერთიანი პოზიცია საკუთარ მოთხოვნებთან დაკავშირებით და სრული მზაობა გამოვხატეთ მესამე რაუნდის მიმართ, ოღონდ, ველოდებით ადეკვატურ პასუხს ქართული ოცნების მხრიდან", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველო დატოვა, სახელმწიფო მდივნის ესკორტი სასტუმროში დაბრუნდა. ქვეყანაში შეხვედრებს აგრძელებს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერი.

პირადად მაიკ პომპეოს ოპოზიციასთან შეხვედრა პროტოკოლით არ იყო გათვალისწინბული.

შეხვედრის შესახებ ამერიკის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ პომპეომ სახელმწიფო თანამდებობის პირებთან შეხვედრისას სასამართლო და საარჩევნო რეფორმების მნიშნვნელობაზეც ისაუბრა

თავად ზალკალიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანს "პირდაპირი ჩარევით" არ შეუფასებია საარჩევნო გარემო საქართველოში, რადგან ეს "ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესია". 

"არ ყოფილა მისი მხრიდან პირდაპირი ჩარევა, ეს ჩვენი შიდა პოლიტიური პროცესია. ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა, არც არის ეს მათი სურვილი, მათი სურვილია, საქართველოში იყოს სტაბილური გარემო", - განაცხადა ზალკალიანმა.


close დახურვა