logo
ENG



ვახო სანაია, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს

19 ოქტ 202515:20
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/19/y4g7zmxzfl5pusc.png

ფორმულას ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია განყოფილებაში გადაიყვანეს. ის, სავარაუდოდ გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს.

სანაია და კიდევ 7 დაკავებული, ამ დროისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში არიან გადაყვანილი.

სავარაუდოდ ამავე მიზეზით ამ დროისთვის დაკავებულები არიან: ნინო სვანიძე, ლარა ნაჭყებია, ლევან მარგიანი, თორნიკე თხილავა, შალვა ჩუბინიძე, ვახო მაჭავარიანი, საბა ხომერიკი, ლაშა ჩხარტიშვილი, ვახო სანაია, ლევან ჯობავა, გიორგი ყიასაშვილი.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

 


close დახურვა