logo
ENG



ველოდებით დარბევას, ამ ხელისუფლებამ სხვა არაფერი არ იცის - ნინო გოგუაძე

18 ნოე 201914:46
3 წუთის საკითხავი
 
w58mseym2fymgvn.png

 

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე მიიჩნევს, რომ შს სამინისტროს განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება აქციის დარბევას აპირებს. როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა შეარჩია გუნდი, რომელიც ერთი დღე არ მდგარა ქუჩაში და არ იცის თუ რა პროცესი მიმდინარეობს.

„ამ განცხადებაში ამოვიკითხე, რომ "ოცნების" ხელისუფლება საერთოდ დაშორდა ხალხს და არ ესმის ხალხის. ისინი მხოლოდ საკუთარ თავს ამხნევებენ, ჰგონიათ რომ ყველაფერი კარგად არის და ყველაფრის უფლება აქვთ. პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, ძალიან რადიკალური, მაგრამ კონსტიტუციური, არის ამ ხელისუფლების დამსახურებდა. არავინ აპირებდა რადიკალური გზით წავსლას. 20 ივნისის მერე ხალხი სახლებში მხოლოდ იმიტომ წავიდა, რომ პროპორციულ არჩვენებს დაპირდა. მან გატეხა სიტყვა და ამას მას არავინ აპატიებს. პროტესტი გრძელდება და ხელისუფლებას მოუწევს თვალი გაუსწოროს რეალობას. ჩვენ ოპოზიციას გვაქვს პასუხისმგებლობა და ეს ქვეყანა დაპირისპირებებისა და შეტაკებებისთვის არ გვემეტება, თუმცა ბიძინა ივანიშილის მიზანია ყველაფერი დაშალოს. დაშალა პარტიები, ინსტიტუტები და თუ მივანდობთ ამ ქვეყანას, ის დაშლის ამ სახელმწიფოს. რა თქმა უნდა ველოდებით დარბევას, ამ ხელისუფლებამ სხვა არაფერი არ იცის. ივანიშვილმა შეარჩია გუნდი, როემლიც ერთი დღე არ ყოფილა ქუჩაში, ამიტომ არ იციან რა პროცესი მიმდინარეობს ქუჩაში. პიკეტირება ეს არის კონსტიტუციური უფლება და ვატარებთ ძალიან მშვიდობიან აქციას“, - განაცხადა გოგუაძემ.


close დახურვა