logo
ENG



ვენესუელის სასამართლომ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის, გონზალესის დაკავების ორდერი გასცა

03 სექ 202416:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/03/ia145zsqt2m8i8t.jpg

გავრცელებული ინფორმაციით, ვენესუელის სასამართლომ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის, ედმუნდო გონზალესის დაკავების ორდერი გასცა.

დოკუმენტში, რომელიც ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა გამოსცა, 75 წლის ყოფილ დიპლომატს სასამართლო, საჯარო დოკუმენტების გაყალბებაში, წაქეზებასა და დივერსიაში ედავება.

როგორც ცნობილია, ხელისუფლებამ ორდერი მას შემდეგ მოითხოვა, რაც გონსალესიპროკურორების კითხვებზე პასუხის გასაცემად სასამართლოში სამჯერ არ გამოცხადდა.

ვენესუელის ოპოზიციამ 2 აგვისტოს გამოაქვეყნა ხმის მიცემის 23,000 აპარატიდან ამოღებული ქვითრები, რომლებიც აჩვენებენ, რომ ოპოზიციის კანდიდატმა ხმათა 80%-ზე მეტი მოიპოვა, ხოლო გონზალესის დაკავების ორდერი ვენესუელის ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებული  სწორედ ამ მასალის შესახებ დაწყებული გამოძიების ნაწილია. 

29 ივლისს ვენესუელის საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. შედეგების გამოცხადებას ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციათა ტალღა მოჰყვა. 

23 აგვისტოს ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადუროს გამარჯვება დაადასტურა.

არჩევნების შედეგებს ცივილიზებული სამყაროს არცერთი ქვეყანა არ ცნობს, მათ შორის, არც აშშ, რომელიც არჩევნებში გამარჯვებულად სწორედ ედმუნდო გონზალესს აღიარებს. ამასთან, ევროკავშირი ნიკოლას მადუროს ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად არ მიიჩნევს.

მიუხედავად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების მოწოდებებისა, ავტოკრატის მიერ კონტროლირებადი საარჩევნო კომისია ოფიციალურ შედებს უბნის დონეზე დღემდე არ ასაჯაროებს. 

მადურო ვენესუელას პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს. მისი პარტია, ვენესუელას ერთიანი სოციალისტური პარტია უკვე 25 წელია, ქვეყნის მმართველი პარტიაა. 1998 წლიდან 2013 წლამდე პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრეზიდენტი უგო ჩავესი იყო. 

 

 

 

 


close დახურვა