საქართველოს ხელისუფლების რეფორმები ფასადურია. ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის გარდა ამაზე მეტყველებს ვენეციის კომისიის დასკვნაც. ქართულმა ოცნებამ ვალდებულებები არ შეასრულა, უფრო მეტიც საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს მოარგო. ვენეციის კომისია ამჯერად სამ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას აფასებს უარყოფითად. საქმე ისაა, რომ კორუფციაში დადანაშაულებულმა ხელისუფლებამ ანტიკორუფციული ბიურო შექმნა, მაგრამ ის ვერ იქნება დამოუკიდებელი. არ გაატარა საარჩევნო რეფორმა. გააუქმა ან დაიქვემდებარა დამოუკიდებელი სტრუქტურები.
ვენეციის კომისიის კრიტიკული შეფასება
20 დეკ 202320:11
3 წუთის საკითხავი