უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, აზოვსტალში უკრაინელი მებრძოლების გადასარჩენად ჰუმანიტარული ოპერაცია გრძელდება.
"სიცოცხლის გადარჩენის მიზნით გუშინ 52 მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის ევაკუაცია განხორციელდა. მათი მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ ჩვენ მათ რუს სამხედრო ტყვეებში გავცვლით", - ამბობს ვიცე-პრემიერი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 16 მაისს აზოვსტალიდან 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, 211- კი ოლენივკიში.
გენშტაბის ინფორმაციით, ოლენივკიში მოხდება ტყვეების გაცვლა, საიდანაც შემდეგ უკრაინელ სამხედროებს კიევის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანენ.