logo
ENG



ვერეშჩუკი: დღეს აზოვსტალიდან 50 მშვიდობიანი მოქალაქე გამოვიყვანეთ

06 მაი 202222:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/06/3fo61xthbzirkqr.jpg

უკრაინის პრემიერმინისტრის ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, დღეს მარიუპოლში, აზოვსტალის ტერიტორიიდან 50 მშვიდობიანი მოქალაქე გაიყვანეს.

როგორც ვერეშჩუკმა აღნიშნა, მთელი დღის განმავლობაში ქარხნის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ბრძოლები და ოკუპანტები სხვადასხვა პროვოკაციებს აწყობდნენ, ასევე არღვევდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

"ამიტომ ევაკუაცია ძალიან ნელა მიმდინარეობდა. დღეს შევძელით, აზოვსტალიდან 50 ადამიანი გამოგვეყვანა - ქალები, ბავშვები და მოხუცები. ხვალ, დილიდან განვაახლებთ საევაკუაციო ოპერაციას და მოქალაქეებს ზაპოროჟიეში გადავიყვანთ", - წერს ვერეშჩუკი.


close დახურვა