უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, მარიუპოლში დღეს ჰუმანიტარული დერეფნები არ გაიხსნება.
“მარშრუტებზე არსებული საფრთხის გამო, დღეს, 22 აპრილს, ჰუმანიტარული დერეფნები არ იქნება. მივმართავ ყველას, ვინც ევაკუაციას ელოდება: გთხოვთ, მოითმინეთ, გამაგრდით!”, - განაცხადა უკრაინის ვიცეპრემიერმა.
დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს თქმით, ალყაში მოქცეული მარიუპოლის 79 მცხოვრები ხუთშაბათს უსაფრთხოდ გადაიყვანეს ზაპოროჟიაში, მარიუპოლის დაახლოებით 100 000 მცხოვრები კი უკვე ზაპოროჟიაში ჩავიდა.