logo
ENG



ვერეშჩუკი: რუსები საშობაოდ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ტაძრებში ტერაქტებს ამზადებენ

06 იან 202314:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/06/pz2jfzm1txn7biq.jpg

უკრაინის ვიცეპრემიერისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, რუსები საშობაოდ ოკუპირებული ტერიტორიების ტაძრებში ტერაქტებს ამზადებენ.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ საშობაოდ რუსები დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ტაძრებში ტერაქტებს ამზადებენ. სიფრთხილე გამოიჩინეთ და შეძლებისდაგვარად, ხალხმრავალი ადგილების მონახულებისგან თავი შეიკავეთ. იზრუნეთ საკუთარ თავსა და თქვენს ახლობლებზე. დაელოდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს", - თქვა უკრაინის ვიცეპრემიერმა.

გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეხების ხაზზე 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. 7 იანვარს რუსეთი შობას აღნიშნავს. პუტინის განკარგულებით, ცეცხლის შეწყვეტა 6 იანვარს მოსკოვის დროით 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრამდე, მოსკოვის დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება.

"საშობაო ზავის" ინიციატივით დღეს რუსეთის პატრიარქი კირილიც გამოვიდა.


close დახურვა