![2022/05/14/3tznxomsh3m1xnx.jpeg](/uploads_script3/articles/2022/05/14/3tznxomsh3m1xnx.jpeg)
ქვეყნის გული ახლა აზოვსტალია. აზოველების გარდა, იქ არიან შეიარაღებული ძალებიდან, ეროვნული გვარდიიდან, მესაზღვრეები, უსაფრთხოების სამსახურის მებრძოლები და სასაზღვრო თავდაცვა. ვიზიარებ ახლობლების მღელვარებასა და წუხილს ციხესიმაგრის მცველების გამო. ომი - სისხლი და ცრემლებია. ომში სასწაულები არ არსებობს. არსებობს მკაცრი რეალობა. ამიტომაც მუშაობს მხოლოდ ფხიზელი და პრაგმატული მიდგომა. [...] არსებობს პრეზიდენტის ბრძანება - გაკეთდეს შესაძლებელიც და შეუძლებელიც, რათა ჩვენები იქიდან გამოვიყვანოთ. მტერთან მოლაპარაკებები ძალიან რთულია. შედეგმა შეიძლება ყველა არ დააკმაყოფილოს. მაგრამ ჩვენი ამოცანაა, ჩვენი ბიჭების გამოყვანა. ყველასი. ცოცხლების. ღმერთმა ინებოს, ყველას გადავარჩენთ.