უკრაინის ვიცეპრემიერის ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, ტყვეების გაცვლის შედეგად, უკრაინაში 41 ადამიანი დაბრუნდა, მათ შორის 11 ქალია.
როგორც ვერეშჩუკმა აღნიშნა, სახლში ბრუნდება 28 სამხედრო და 13 მშვიდობიანი მოქალაქე.
"განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ დღეს გათავისუფლებულთა შორის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელიცაა", - წერს ვერეშჩუკი ტელეგრამში.