logo
ENG



ვერშბოუ რუსულ კანონზე: მთელი ეს საკითხი დიდი შეცდომა იყო

28 მაი 202401:08
3 წუთის საკითხავი
 

NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ალექსანდერ ვერშბოუ მიიჩნევს, რომ ე.წ. "უცხოეთის აგენტის" კანონის ინიცირება და მიღება, შეცდომა იყო. ამ თემაზე მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა.

"მე მაინც მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობის თუ უცხოეთის აგენტის კანონთან დაკავშირებული მთელი ეს საკითხი, დიდი შეცდომა იყო და იმედი მაქვს, ჯერ კიდევ არის ამის გამოსწორების შესაძლებლობა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენა, ის ბრძენი სახელმწიფო მოღვაწეა. იმედი მაქვს, ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემენ"- თქვა მან.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ ვაშინგტონი შეცვლის საქართველოს მიმართ პოლიტიკას, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს, NATO-საქართველოს ურთიერთობებისთვის, ვერშბოუ პასუხობს:

"ფიქრობ, მრავალი სხვა საგარეო პოლიტიკური გამოწვევის გათვალისწინებით, რომელსაც ადმინისტრაცია უმკლავდება, ისინი შეიძლება მიდრეკილნი იყვნენ, გადადგან თქვენ მიერ ნახსენები ზოგიერთი ნაბიჯი, დახმარების შემცირებისა და საქართველოსთან საერთო ურთიერთობების შემცირების კუთხით, თუ გამჭვირვალობის კანონის ეს პრობლემა არ გადაიჭრება.

აშკარაა, რომ შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობა უკვე დაზარალდა და ვფიქრობ ეს შეიძლება გავრცელდეს ამერიკისა და მოკავშირეების დამოკიდებულებებზე, NATO-ში საქართველოს სამომავლო პერსპექტივის მიმართ"- თქვა მან.


close დახურვა