logo
ENG



ვეტერანები მთავრობას 22-ლარიანი შემწეობის გაზრდას თხოვენ

04 თებ 202115:10
3 წუთის საკითხავი
 

ვეტერანები ქართული ოცნების ოფისთან აქციას მართავენ. ისინი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. კერძოდ, ვეტერანები 22-ლარიან სახელმწიფო შემწეობის გაზრდასა და საპენსიო ასაკის შემცირებას მოითხოვენ. გარდა ამისა, ვეტერანებს პრემიერთან შეხვედრა და მოთხოვნების პირადად გიორგი გახარიასთან განხილვა სურთ. 

ვეტერანებს სურდათ, სიმბოლურად, 22 ლარი ქართული ოცნებისთვის დაებრუნებინათ, მაგრამ ისინი შენობაში დაცვამ არ შეუშვა.

ერთერთი აქციის მონაწილე ემზარ ქვარაია აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსმა არა ერთხელ განიცადა ცვლილება, 13 წლის განმავლობაში დახმარება არ გაზრდიათ.

"ძალიან ხშირად ირღვევა ვეტერანების უფლებები. პასუხისმგებელი არავინაა. ის სამარცხვინო 22 ლარი, რომელიც 13 წლის წინ სუბსიდირების სახით გაგვიკეთეს, ისევ იგივე 22 ლარია, მაშინ როდესაც უამრავჯერ განიცადა ლარმა ცვლილება, ფასები გაიზარდა, ეს 22 ლარი შემოგვრჩა", - აცხადებს ქვარიანი.

ვეტერანების თქმით, იმ შემთხვევაში თუ დახმარება არ გაიზრდება, არსებულ 22-ლარიან შემწეობაზე უარს იტყვიან.


close დახურვა