შემზარავი ცნობები სტიქიის ზონიდან. 22 ათასს აჭარბებს მსხვერპლის რაოდენობა სირიასა და თურქეთში. დადასტურდა მეოთხე ქართველი ემიგრანტის დაღუპვის ფაქტიც.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მეხუთე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს. ნანგრევებიდან ოჯახის წევრების ცოცხლად ამოყვანის იმედს არ კარგავენ მოქალაქეები. სტიქიამ მიწასთან გაასწორა მრავალსართულიანი შენობები, ბევრ შემთხვევაში ოჯახებიდან მიწისძვრას ვერავინ გადაურჩა.