logo
ENG



ვითხოვთ წულუკიანის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას-სუმბაევის ადვოკატი

25 ოქტ 201908:15
3 წუთის საკითხავი
 
vrkjqc11b2td913.png

იაროსლავ სუმბაევის ადვოკატები დღეს თეა წულუკიანის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურას სარჩელით მიმართავენ. ადვოკატი ივანე ნორაკიძე მიიჩნევს, რომ რუსი ჰაკერის ექსტრადირების გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტრომ ისე მიიღო, რომ პატიმარს საკუთარი სიმართლის დამტკიცების საშუალება, საქართველოს სასამართლოს ყველა ინსტანციაში არ მისცა. ​სუმბაევის ინტერესების დამცველი საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას სწორედ თეა წულუკიანს აკისრებს. არსებობს მოლოდინი, რომ რუსეთის ციხეში საქართველოდან გაგზავნილ პატიმარს არაადამიანური მოპყრობა ელოდება.

"ვაპირებთ, რომ სტრასბურგის სარჩელი, რომელიც წარმოებაშია მიღებული, კიდევ უფრო გავამდიდროთ იმ კანონდარღვევებით რომელსაც ადგილი ჰქონდა იუსტიციის მინისტრის მხრიდან და ამ მტკიცებულებებს  გადავუგზავნით. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ წულუკიანის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და ამ მიზნით ვაპირებთ რომ მივმართოთ პროკურატურას,"-აცხადებს ივანე ნორაკიძე.


close დახურვა