logo
ENG



ვილოცებ რეფორმის წარმატებისთვის - საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

09 დეკ 201912:32
3 წუთის საკითხავი
 
e5kllf5xk8m1266.jpg

საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. ლევან სურგულაძემ წასვლის შესახებ განცხადებით სამეთვალყურეო საბჭოს უკვე მიმართა. მას მედიასთან, წასვლის მიზეზები არ დაუკონკრეტებია და მხოლოდ ის განაცხადა, რომ სხვა გეგმები აქვს, რასაც საზოგადოება მალე შეიტყობს. ლევან სურგულაძე, ამ თანამდებობაზე 5 წლის ვადით იყო დამტკიცებული. სურგულაძის თქმით, ის მორალურად მომავალშიც მისი გუნდის გვერდით იქნება.

„ერთი კვირის წინ სამეთვალყურეო საბჭოს მივმართე თხოვნით, რადგან საპენსიო სააგენტო უკვე გამართულია და ყველა პროცესი დალაგებულია, რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა, მე 16 იანვრიდან დამეტოვებინა თანამდებობა. რეფორმა მიმდინარეობს წარმატებით, ის გაგრძელდება წარმატებით, ყოველ შემთხვევაში, მე ამის შესახებ ვილოცებ. მორალურად, ყოველთვის ჩემი გუნდის გვერდით ვიქნები“, - განაცხადა სურგულაძემ.


close დახურვა