logo
ENG



ვირუსის გავრცელების საფრთხე სერიოზულია სასამართლოში - დოლიძე იუსტიციის საბჭოს მიმართავს

06 მარ 202014:19
3 წუთის საკითხავი
 

ანა დოლიძე კორონავირუსთან დაკავშირებით იუსტიციის საბჭოს რეაგირებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებს. საბჭოს არამოსამართლე წევრის განცხადებით საქალაქო სასამართლოში, ადამიანების კონცენტრაცია ხდება, შენობის ერთჯერადი დეზინფექცია კი შედეგიანი არ არის. ამიტომ, აუცილებელია არსებობდეს კონკრეტული გეგმა, როგორ იმოქმედოს სასამართლომ ვირუსის კიდევ უფრო გავრცელების შემთხვევაში.

"ბოლო შემთხვევებმა გვაჩვენა, რომ ვირუსის გავრცელების საფრთხე სერიოზულია და ერთ-ერთი ადგილი, სადაც უამრავი ადამიანი იკრიბება, ეს სასამართლოა. ვინაიდან იუსტიციის საბჭოს პირდაპირი პასუხისმგებლობაა მოაწესრიგოს სასამართლოს საქმიანობა, მივმართავ საბჭოს მდივანსა და უმრავლესობას, სასწრაფოდ შეიკრიბოს და იმსჯელოს როგორ უნდა შეიცვალოს სასამართლოს საქმიანობა. რა ზომები უნდა გატარდეს, რათა უკეთ იყოს დაცული სასამართლოში მყოფი ადამიანები",-აღნიშნა ანა დოლიძემ. 


close დახურვა