logo
ENG



ვირუსის გამო შენგენის ზონის საზღვრები მესამე ქვეყნებისთვის 1 თვით იხურება

17 მარ 202018:16
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის გავრცელების გამო ევროპა კარანტინის რეჟიმში გადავიდა. გამონაკლისი შემთხვევების გარდა შენგენის ზონის საზღვრები მესამე ქვეყნებისთვის ერთი თვით იხურება.

ევროპის ლიდერებმა მოსახლეობისთვის რეკომენდაციები კიდევ უფრო გაამკაცრეს და მოქალაქეებს გარეშეკრებები აუკრძალეს. გერმანიამ კორონავირუსის საფრთხის დონე უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდა. საფრანგეთში ვინც კარანტინის წესებს დაარღვევს 135 ევრომდე დაჯარიმდება. მოსახლეობის გადაადგილებას კი სამხედროები და პოლიციელები გააკონტროლებენ. პოლონეთში 15 მინისტრი კარანტინში მოათავსეს, რადგან გარემოს დაცვის უწყების ხელმძღვანელს კოვიდ19 დაუდგინეს. ვირუსით დაინფიცირდა კატალონიის ლიდერი კიმ ტორაც. ახალი შეზღუდვები ამოქმედდა შეერთებულ შტატებშიც.

ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსისგან 79 ათასზე მეტი ადამიანი განიკურნა. გამოვლენილია დაინფიცირების 182 ათას 400 შემთხვევა. გარდაცვლილთა რიცხვი კი 7 ათას 100-ია. 


close დახურვა