logo
ENG



ვირუსის გამოვლენის ახალი ალგორითმი - როგორ იმუშავებს სისტემა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ

31 მარ 202020:13
3 წუთის საკითხავი
 

ახალი ალგორითმი ქვეყანაში დაავადების გამოვლენიდან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ იქნება. ჯანდაცვის სამინისტროში კონსულტაციები სპეციალისტებთან ამ დრომდე მიმდინარეობდა და დეტალებს საზოგადოება ხვალ გაიგებს.

სწორედ ახალი ალგორითმის მიხედვით განისაზღვრება, რომელი სახის ტესტი იქნება უმჯობესი გამოსაყენებლად პაციენტების ჯგუფების მიხედვით. ოპონენტების მტკიცებით,  მთავრობა ამ დრომდე იტალიის ალგორითმს იყენებს, სადაც დაგვიანებულმა დიაგნოსტიკამ უმძიმესი შედეგები მოიტანა.

სწრაფი ტესტები ქვეყანაში სათანადო რაოდენობით ჯერ კიდევ არ არის. ჩინურ კომპანიასთან გაუქმებული კონტრაქტის შემდეგ, ახალ მომწოდებელს მთავრობა ისევ ეძებს. ერთ-ერთი კომპანიის პასუხი ტესტების შესყიდვის შესახებ მთავრობას მხოლოდ აპრილის ბოლოს ექნება. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო საქართველოში საკარანტინო ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება - დღეიდან ამოქმედდება კომენდანტის საათიც და საღამოს ცხრა საათიდან დილის ექვს საათამდე სახლიდან გასვლა აიკრძალება.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 110 დადასტურებული შემთხვევაა - აქედან 21 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.


close დახურვა