logo
ENG



ვირუსის პერიოდში, მსჯავრდებულები უფასო 30 სალაპარაკო წუთს მიიღებენ

10 აპრ 202013:58
3 წუთის საკითხავი
 

მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კორონავირუსის პერიოდში 30 უფასო სალაპარაკო წუთი ექნებათ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. 

წულუკიანის განმარტებით, პირველი უფასო 15 წუთი, თითქმის 1 თვის წინ, კერძო კომპანიასთან მოლაპარაკებების შედეგად ამოქმედდა. საუბარია იმ კომპანიაზე, რომელიც ციხეებს მომსახურებას უწევს. მეორე 15 წუთი, მინისტრის თქმით, პატიმრება წითელი ჯვრის დონაციის მეშვეობით მიიღეს. 

"საპატიმროებში გვაქვს კარგი სიახლე. 16 მარტს 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო დავუმატეთ პატიმრებს და ეს მთლიანად არის იმ მოლაპარაკებების შედეგი კერძო კომპანიასთან, რომელიც ციხეებს ემსახურება. მინდა მათ მადლობა ვუთხრა, რადგან ყველა პატიმარს ეს უფასო 15 წუთი მისცეს. ასევე მადლობა პროკურატურას, რომელმაც იმ ბრალდებულებს მოუხსნა შეზღუდვა, რომლებსაც აკრძალვა ჰქონდათ გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე ოჯახთან საუბართან დაკავშირებით. ამ 15 წუთს დაემატა კიდევ ახალი პერსპექტივა. რომელიც ერთი კვირის ვადაში ტექნიკურად გაიმართება - ეს არის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დონაცია. შესაბამისად ჩვენს პატიმრებს, ერთი კვირის ვადაში ექნებათ არა მხოლოდ 15 უფასო წუთი, არამედ 30 უფასო წუთი, იმ პაემნების აკრძალვის ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით, რომელიც ვირუსის გამო დავაწესეთ", - აღნიშნა მინისტრმა. 


close დახურვა