თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს:
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, გულუას, მეორე ხეივნის, ნადიკვარის, ვოლსკის, კალანდაძის, კრწანისის, ორთაჭალის და ჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ტრანსპორტის, სამტრედიის, კარალეთის და ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ბეჟანიშვილის, ლომთათიძის, ზედაზენის და ნათაძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, ფერაძის, პეტრიწის და ფარნავაზ მეფის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჩერნიშევსკის, ქურდიანის, წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, ჩიქობავას, კონსტიტუციის და ცაიშის ქუჩების მოსახლეობას.