logo
ENG



ვიტალი კიმი ხერსონში ოკუპანტების მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს

20 ოქტ 202200:05
3 წუთის საკითხავი
 

მიკოლაევის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი აცხადებს, რომ ოკუპანტებმა, შესაძლოა, ხერსონის რეგიონში აფეთქებები მოაწყონ და უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულონ. ამის შესახებ მან ფორმულას გადაცემაში, ამბები უკრაინიდან ისაუბრა და ასე უპასუხა კითხვას: რას უნდა ველოდოთ ხერსონში?

"რუსეთის სახელმწიფო არასდროს არ ამბობს ხოლმე, რის გაკეთებას აპირებენ. მაშინაც, როცა ხარკოვიდან უკან იხევდნენ, მაშინაც ამბობდნენ, ყველაფერი წესრიგშია, მერე უცებ თქვეს, რომ ჩვენ სხვა პოზიციებზე გადავედითო. ახლა, როცა ისინი ლაპარაკობენ, რომ უკვე ევაკუაცია და დისლოკაციის შეცვლაა საჭირო, შესაძლებელია, რომ მათგან უკვე მოველოდეთ რაღაც ტერაქტებს. შეიძლება, ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტერაქტები, აფეთქებები მოაწყონ და უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულონ ამაში", - თქვა მან. [სინქრონული თარგმანი]

დღეს ხერსონში ადგილობრივი მოსახლეობის მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროსა და რუსეთში ევაკუაცია დაიწყო. რუსეთი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინის ჯარმა რეგიონზე კონტრშეტევა დაიწყო, რითაც, მათი თქმით, მოსახლეობას საფრთხე შეექმნა.


close დახურვა