ქართული ოცნების საარჩევნო სიაში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრი ვიქტორ სანიკიძე და რაგბის ნაკრების ყოფილი წევრი, დავით კაჭარავა მოხვდნენ.
სანიკიძე სიის მე-13 ნომერია, ხოლო კაჭარავა - მე-16.
მმართველმა გუნდმა საარჩევნო სიის პირველი ოცეული დღეს, მთაწმინდის პარკში გამართულ პრეზენტაციაზე წარადგინა. სიის პირველი ხუთეულში მოხვდნენ: გიორგი გახარია, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანი და მამუკა მდინარაძე.
წელს საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები პროპორციულთან მეტად დაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდება - 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.