logo
ENG



ვიღაც ბევრ ფულს აკეთებს - ოპოზიცია დიღმის ჭალებთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს

09 ივნ 202020:52
3 წუთის საკითხავი
 

დიღმის ჭალების მოსახლეობა ეჭვობს, რომ რეკრეაციულ ზონაში სამუშოები მიზანმიმართულად მიმდინარეობს და დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მწვანე სივრცეს სამშენებლო მოედნად ამზადებენ.

დიღმის ჭალებში კარიერული სამუშაოები 8 თვეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ქვაღორღს მტკვრის კალაპოტიდან ულიცენზიოდ მოიპოვებენ, რაც გარემოს აზიანებს და ქალაქს ეკოლოგიურ პრობლემებს უქმნის. ადგილობრივები შიშობენ, რომ მტკვრის კალაპოტის გამოთხრით შესაძლოა ტერიტორია წყალდიდობის შემთხვევაში სრულად დაიტბოროს.

დიღმის ჭალების დამცველები საკრებულოს უმრავლესობას შეხვდნენ და განმარტებები მოითხოვეს. გარემოს დამცველებს აინტერესებთ, რას აკეთებს საკრებულო მის დასაცავად. ისინი რამდენიმე დარღვევაზე მიუთითებენ, ამბობენ რომ კარიერის დამუშავება უკანონოდ ხდება, ტერიტორიას კომპანიები სამშენებლო ნაგვით  ავსებენ, ხეები ქვაღორღში ეფლობა, სამშენებლო მასალის დამუშავება ადგილზე ხდება, რაც ასევე კანონდარღვევაა. საკრებულოს თავმჯდომარემ პასუხისმგებლობა აიცილა და მხოლოდ ნარჩენების დატოვებაზე დაკისრებული ჯარიმების შესახებ ისაუბრა. საკრებულოს უმრავლესობა აცხადებს რომ გარემოზე მიყენებულ ზარალს ითვლიან, ამის შემდეგ კი გადაწყვეტენ, მიმართავენ თუ არა სასამართლოს.

საკრებულოს დეპუტატებს სამშენებლო მასალის მოპოვების კანონიერებაში ეჭვი არ ეპარებათ და დარღვევების შემთხვევაშიც ფიქრობენ რომ ამ თემაზე პასუხისმგებელი გარემოს დაცვის სამინისტროა. გარემოსდამცველები კი, სწორედ დედაქალაქის მთავრობისგან მოითხოვენ დროულ რეაგირებას.

იქამდე სანამ სამშენებლო ნაგვის დაყრით მიყენებულ ზარალს საკრებულოში ითვლიან. დიღმის ჭალებში ოპოზიციის ინფორმაციით ტერიტორია სხვისდება. სწორედ ამიტომ გარემოსდამცველებმა ჯერ კიდევ 30 მაისს საკრებულოს დიღმის ჭალების გარკვეულ მონაკვეთებზე სტატუსის შეცვლა მოითხოვეს.

დიღმის ჭალებში, ანას ბაღსა და ალუბლების ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, დედაქალაქის მერისა და საკრებულოს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს სამოქალაქო სექტორის ნაწილი და ოპოზიცია. მათ საჩივარი მთავარ პროკურატურაში შესატანად უკვე მოამზადეს.

საჩივარი პროკურატურაში სავარაუდოდ ხვალ შევა. მას ხელს საკრებულოს ოპოზიციის ნაწილი აწერს.


close დახურვა