logo
ENG



ვიცეგუბერნატორის თქმით, მესტიაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს

12 აგვ 202009:33
3 წუთის საკითხავი
 

ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის, ნინო ვიბლიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ჩაკეტილ მესტიაში შესაძლოა გაიზარდოს.

ამის ვარაუდის საფუძველს ის იძლევა, რომ ტესტირების ჩატარების პერიოდში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდათ. რეგიონში შესაძლოა საკარანტინო სივრცეების დამატებაც გახდეს საჭირო, რადგან აქ არსებული 20-ვე საკარანტინო ზონა უკვე შევსებულია და ახლა ვიზიტორების ნაწილის გადაყვანა ქუთაისსა და თბილისში გახდა საჭირო.  

"ფართო გავრცელებას ვერ ვიტყვი, მაგრამ, სავარაუდოდ, ინფიცირების რაოდენობა გაიზრდება. ვნახოთ, რა იქნება. 150-მდე ადამიანი გადმოჰყავთ იმერეთსა და თბილისში. მესამე კოლონა მზადდება და იმათაც გადმოიყვანენ", - განაცხადა ვიბლიანმა

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მესტიაში საკარანტინო შეზღუდვებისა და რეგულაციების გამკაცრების გადაწყვეტილება 10 აგვისტოს მიიღო


close დახურვა