logo
ENG



ვოლსკი: ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში, არჩევნები გადაიდება

15 ივნ 202009:35
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს.

ვოლსკის თქმით,ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში ქვეყანაში არჩევნებთან ერთად სხვა აქტივობებიც გაჩერდება.

„ყველამ იცის, მათ შორის ოპოზიციამ და ნებისმიერმა ადამიანმა ვინც გინდა გააჩერო ქუჩაში, რომ ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში რა ხდება ქვეყანაში - ცხადდება საგანგებო ვითარება. არა თუ არჩევნები, ნებისმიერი სხვა აქტივობა იქნება გადადებული. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს მოხდეს. ოპოზიცია სარგებლობს ამ რეალობით და უნდა, რომ თავი გამარჯვებულად წარმოაჩინოს და ხელისუფლებას თურმე არ აწყობს არჩევნების ჩატარება. ხვალვე რომ იყოს არჩევნები, ან თუნდაც ოქტომბერში - პერსპექტივა არ გააჩნიათ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყოფილი თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პანდემიის გამო საპარლამენტო არჩევნების დეკემბრისთვის გადადების შანსები არსებობს და არ არის გამორიცხული, რომ მოვლენები სწორედ ასე განვითარდეს.

ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ მთავრობა ეპიდემიას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს. 


close დახურვა