logo
ENG



ვოლსკი: ეჭვი ჩნდება, რომ სანამ უგულავას თემა წამოვიდოდა წინ, მოლაპარაკებების ჩაშლა უნდოდათ

11 თებ 202014:21
3 წუთის საკითხავი
 

საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, "ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ  გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარი არ არის. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია დესტრუქციულად მოქმედებს. უმრავლესობის თქმით, ისეთ საქმეზე, რომელზეც გიგი უგულავა გაასამართლეს, ყველა ქვეყანაში ისჯებიან.

„ქართული ოცნების“ ვიცე-სპიკერის მტკიცებით, უგულავა დამნაშავე იყო და სასამართლომ საქმეზე შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს აგრესიული პოლიტიკური პოზიცია სწორედ იმასთან იყო დაკავშირებული, რომ თვითონაც კარგად აცნობიერებდა 50 მილიონის მოპარვას ესე არ ჩაივლიდა და შესაბამისად იქნებოდა გადაწყვეტილება გამოტანილი“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.

მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, ოპოზიციამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე უარი განაცხადა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საერთო პოზიციები აქვთ მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მოლაპარაკებების ჩაშლა ოპოზიციის ინტერესში იყო.

„შემოთავაზება თუნდაც 130/20-თან იმდენად უსაფუძვლო და შეუსაბამოა ვენეციის კომისიის დაკსვნებთან, რომ აქედან კიდევ ერთი დამატებითი ეჭვი ჩნდება, რომ სანამ გიგი უგულავას თემა წამოვიდოდა წინ, საკმაოდ სერიოზული იყო განზრახვა, რომ ეს მოლაპარაკებები არ გამართულიყო“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.


close დახურვა