logo
ENG



ვოლსკი: მიუღებელია ერთ ქვეყანაში გასამართლებული მეორეში თანამდებობაზე ინიშნებოდეს

09 მაი 202012:13
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვას უარყოფითად აფასებს. მისი განცხადებით, არ არსებობს პრეცედენტი, რომ ერთ ქვეყანაში გასამართლებული ადამიანი სხვა ქვეყანაში თანამდებობაზე ინიშნებოდეს.

„მსოფლიოში არ არის მიღებული, რომ ერთ ქვეყანაში გასამართლებული ადამიანი, მეორე ქვეყანაში ინიშნებოდეს რაიმე თანამდებობაზე. თუნდაც მეოცეხარისხოვან თანამდებობაზე. გაცილებით მეტი საკითხებია საინტერესო ჩვენ ირგვლივ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში მყოფი საქართველს ელჩის გამოწვევა დაიყო.

უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს ელჩის გაწვევას ქართველების შეცდომას უწოდებს. მისი განცხადებით, ყველაფრის მიუხედავად, ელჩს კონსულტაციაზე არ გამოიწვევდა.

close დახურვა