პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენება საინტერესო იყო.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ტრიბუნასთან თავად რომ ყოფილიყო, იგივე აქცენტებს გააკეთებდა.
„საინტერესო მოხსენება იყო. მსოფლიოში საკმაოდ სერიოზული გამოწვევებია, რასაც ჩვენ სამწუხაროდ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ. ეს გამოწვეულია სხვადასხვა შიდა პოლიტიკური ვითარებით, არის ვირუსის თემაც. საერთოდ ურთიერთობები საქართველოში მნიშვნელოვნად შეიცვალა და სამწუხაროა, რომ ცუდ მაგალითს აძლევენ პოლიტიკოსები და პოლიტიკური ჯგუფები ამას. მე რომ ვყოფილიყავი ტრიბუნასთან, ალბათ იგივე აქცენტებს გავაკეთებდი, რადგან ახალგაზრდებისთვის მეტი სტიმულია მისაცემი, მეტი მაგალითი მით უმეტეს რომ საქართველოს, თავისი ტრადიციებიდან გამომდინარე უამრავი ასეთი კარგი მაგალითი აქვს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგა. პრეზიდენტმა ქვეყნის ძირითად გამოწვევებზე, მათ შორის ოკუპაციაზე, სასამართლო რეფორმასა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესწრნენ.