ქართული ოცნების წევრი, გია ვოლსკი ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ამბობს, რომ სასულიერო პირებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როცა გამჭვირვალობა არ უზრუნველყვეს.
"სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რასაკვირველია, პოლიტიკური ელფერი იმიტომ არ გასდევს, რომ ჩვენი ოპონენტები იძახიან, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ამას ჩვენც ვამბობთ. გამორჩეულად არის ტენდენცია რომელიც ვითარების ესკალაციისკენ, ისტერიკისკენაა მიმართული. მე ვფიქრობ, რომ სასულიერო პირებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როდესაც გამჭვირვალობა არ უზრუნველყვეს. მსოფლმხედველური შეხედულებები ჩემიც განსხვავდება სახალხო დამცველის პოზიციებისგან, მაგრამ ნებისმიერი კარჩაკეტილობა, უპირველეს ყოვლისა, ბავშვებს აზიანებს". - თქვა მან.
თუმცა, მისივე თქმით, გავრცელებული ცნობები, რომ პანსიონში "კონცლაგერის სიტუაციაა, სიმართლეს არ შეესაბამება".
"იქ არიან ბავშვები, რომლებიც ღია სივრცეში არიან, სკოლაში დადიან და უმრავლესობას მშობლები ყავს, რომლებსაც არ შეუძლიათ, გამოვკებონ ან მათთვის უმჯობესია, რომ ეს ბავშვები იზრდებოდნენ ამ პანსიონში. თუკი რამე გადახრა არსებობს, რასაკვირველია, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა". - თქვა გია ვოლსკიმ.
- რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში, ნახეთ აქ.