logo
ENG



ვოლსკი გვარამიას ნომრის საჯაროდ გამოცხადებაზე: ეს ნომერი ისედაც ყველამ იცის

02 თებ 202114:53
3 წუთის საკითხავი
 
ვოლსკი გვარამიას ნომრის საჯაროდ გამოცხადებაზე: ეს ნომერი ისედაც ყველამ იცის

პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი პარლამენტში ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გამოცხადებაში პრობლემას ვერ ხედავს. პარლამენტში გვარამიას ნომერი თეა წულუკიანმა გამოაცხადა.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, "ეს არ არის დაფარული ნომერი, ეს ნომერი ყველამ იცის ისედაც".

მისივე თქმით, ნომრის გამოცხადება "სიტყვამ მოიტანა".

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გვარამიას ნომერი გამოაცხადა

წულუკიანი პარლამენტში ახლადშესულ ოპოზიციონერ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიის მსგავსად, მის პირველ საპარლამენტო სხდომაზე გამოსვლისას, თავისი მობილურის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა. 

წულუკიანმა ელისაშვილს უპასუხა, რომ თავადაც სურდა თავისი ნომრის გამოცხადება, თუმცა, სანაცვლოდ, გვარამიას ნომერი გამოაცხადა და ელისაშვილს მოუწოდა, პარლამენტში გამოსვლის ტექსტები მასთან შეეთანხმებინა. 

გვარამიამ Facebook-ზე დაწერა, რომ მის ტელეფონზე 10 წუთში 50-მდე უცხო ზარი შევიდა. 


close დახურვა