logo
ENG



ვოლსკი ევროპული საქართველოს მიერ კომიტეტების დაოტოვებაზე:სრული განუკითხაობა ჰქონდათ

28 ნოე 201914:41
3 წუთის საკითხავი
 
gzm4zxx3h4sov4f.jpg

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ წევრების მიერ კომიტეტების დატოვებას აფასებს და აცხადებს, რომ მათი მიზანი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ხელის შეშლაა. როგორც მან აღნიშნა, მთავარია არ იყოს ტაშ-ფანდური, როგორც მათ სჩვეოდათ.

„დათრგუნული ჰყავდათ ოპოზიცია და რასაც უნდოდათ აკეთებდნენ. კონსტიტუცია შეცვალეს, მოარგეს სააკაშვილს, რომელიც პრემიერი უნდა გამხდარიყო. სრული განუკითხაობა ჰქონდათ. ყველაფრის არსი ის არის, რომ არ იყოს პოლლემიკა, არ დავამტკიცოთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ამიტომ კეთდება ეს“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ სერგი კაპანაძე განათლების, მეცნიერების და კულტურის და ევროინტეგრაციის კომიტეტებს ტოვებს. ელენე ხოშტარია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან მიდის. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს დეპუტატები ლაშა დამენია და ლელა ქებურია ტოვებენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები კი აღარ იქნებიან ირაკლი აბესაძე და ოთარ კახიძე. ასევე, ოთარ კახიძე ტოვებს საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტსაც. ზურაბ ჭიაბერაშვილი ტოვებს დარგობრივ, ზაზა კედელაშვილი კი გარემოს დაცვის კომიტეტს.

 


close დახურვა