logo
ENG



ვოლსკი მელიაზე: ადამიანს თუ არ უნდა, ამნისტირებული იყოს, ე.ი. მას უნდა, რომ გასამართლდეს

05 მაი 202114:05
3 წუთის საკითხავი
 
ვოლსკი მელიაზე: ადამიანს თუ არ უნდა, ამნისტირებული იყოს, ე.ი. მას უნდა, რომ გასამართლდეს

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ თუ ადამიანს ამნისტია არ სურს, მათთვის იგულისხმება, რომ გასამართლება სურს.

ამნისტიის შესახებ კანონპროექტში ბრალდებულისა და მსჯავრდებულის თანხმობის ჩადებაზე დასმულ კითხვაზე ვოლსკიმ აღნიშნა, რომ პირს უნდა ჰქონდეს საშუალება, ან დაეთანხმოს ამნისტიას, ან სასამართლოში წავიდეს.

"ამნისტიაზე უარის თქმას, აქტიური უარის თქმა ქვია ამას, როცა არ ეთანხება, შესაბამისად, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ის ითხოვს სასამართლოს, სამართლიან სასამართლოს და შემდეგ ამ სასამართლოს ვერდიქტის გასაჩივრების რაღაცა პროცედურა აქვს ჩაფიქრებული. ადამიანს თუ არ უნდა, რომ ამნისტირებული იყოს, ე.ი. მას უნდა რომ იქნეს გასამართლებული.

ადამიანებს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ სავარაუდო სერიოზული დანაშაული, უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ ან მიიღონ სასამართლო პროცესში მონაწილეობა, ან თანხმობა თქვან ამნისტიაზე", - ამბობს ვოლსკი. 

პარტიების ნაწილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, ასევე მოიაზრება გირაოს გადახდაც. 

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. ის მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც გირაოს გაზრდილი თანხის გადახდაზე უარი თქვა. 

პარლამენტში კანონპროექტის 2 ვარიანტი დარეგისტრირდა: ხელისუფლების და ოპოზიციის

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს სრულად შეესაბამება. 

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის შალვა შავგულიძის თქმით, ხელისუფლების სურვილია ამნისტია 19-21 ივნისის ფაქტთან დაკავშირებულ ყველა ჰიპოთეტურ დანაშაულზე გავრცელდეს და ამნისტიის კანონპროექტში კონკრეტულად ბრალდებები და მუხლები არ იყოს მოხსენიებული.  

ირაკლი კობახიძის თქმით კი, ამნისტია უნდა შეეხოს მათ, ვის მიმართაც 20 ივნისის აქციის საქმეზე გამოძიება დაწყებულია ან მომავალში დაიწყება. 


close დახურვა