პარლამენტის ვიცესპიკერი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ არჩევნებში ახალგაზრდების ხმების მოპოვებასაც შეძლებს.
ვოლსკი ხსენებულ ოლქში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის კანდიდატურასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წარსულში მისი ოპონენტი ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდა.
"ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ცდილობს თავის ნიშა დაიკავოს, სადაც ახალგაზრდების მხრიდან მხარდაჭერას ელოდება და მე წარმომაჩინოს ისე, თითქოს რაღაცა ძველი არქაული შეხედულებების ადამიანი ვარ, რაც არათუ არასწორია, არამედ საქმითაც დასტურდება. აქამდე საკმაოდ სერიოზულად და დიდი ხნით იყო გაწევრიანებული ეს ჯგუფი ნაციონალური მოძრაობასთან, სადაც ლიბერალიზაციაზე [კანაფის] არასდროს ყოფილა საუბარი. პირიქით, ცემაში და წამებაში ამოხადეს სული, იმ თემებთან დაკავშირებით, რასაც ზურაბ ჯაფარიძე ქადაგებს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, ის არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ჯაფარიძის კანდიდატურას ევროპული საქართველო და გიორგი ვაშაძის პარტია, სტრატეგია აღმაშენებელი უჭერს მხარს.