logo
ENG



ვულკანი ისლანდიაში

19 დეკ 202320:41
3 წუთის საკითხავი
 

ისლანდიაში ვულკანი იფრქვევა. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანის გააქტიურება რამდენიმე კვირიან ინტენსიურ სეისმურ აქტივობას მოჰყვა. ამოფრქვევა დედაქალაქ რეიკიავიკიდანაც ჩანს, რომელიც კრატერიდან 42 კილომეტრითაა დაშორებული. ისლანდიის ხელისუფლებამ პრევენციული ზომების მიღება ჯერ კიდევ ნოემბრიდან დაიწყო, რეგიონიდან 4 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.


close დახურვა