logo
ENG



ვყიდით ყველაფერს, კომპანიების გადასარჩენად-გასართობი ცენტრები დახმარებას ითხოვენ

12 ივნ 202012:50
3 წუთის საკითხავი
 

ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებმა კანცელარიასთან აქცია გამართეს. მათი თქმით, კომპანიები რომლებიც ბავშთა და სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავენ  უმძიმეს მდგომარეობაში არიან. საუბარია ათასობით დასაქმებულზე და ასობით კომპანიაზე, რომელთა დიდმა ნაწილმაც სამსახური უკვე დაკარგა და გადაუხდელი ვალდებულებების გამო ბევრი კომპანიაც გაკოტრდა.

აქციის მონაწილეებმა მთავრობას მიმართეს და პასუხების გაცემა მოთხოვეს. ისინი შესაბამის უწყებებს  მეიჯარეებთან შუამდგომლობასა და სხვადასხვა ვალდებულებების გადავადებაში დახმარებას თხოვენ.

„მივიღეთ სავალალო მდგომარეობა, რომ გვიუქმდება კომპანიები, მეიჯარეები გვთხოვენ გადასახადებს, ჩვენ არ ვითხოვთ არაფრის გახსნას. არის კომპანიები, რომლებიც ქორწილთანაა დაკავშირებული, არის კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვებთან და ა.შ. მაგრამ გვაქვს ვალდებულებები. ჩვენ არ შეგვიძლია შევინახოთ ჩვენი სახსრებით კიდევ რამდენიმე თვე, რადგან არის ფაქტები, რომ გავყიდეთ ბინები, ვყიდით ყველაფერს, რომ ჩვენი ოფლით მოტანილი კომპანიები, რამენაირად გადავრჩინოთ. უბრალოდ, ვითხოვთ ადამიანს შევხდეთ, ვისაც ხელეწიფება მათთვის მარტივი პრობლემების მოგვარება“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.


close დახურვა