logo
ENG



ზ.ხ-ს ადვოკატი: ვინ ადეკვატური დაიჯერებს ამირხანაშვილის მე-5 შეცვლილ ჩვენებას

20 აგვ 202016:29
3 წუთის საკითხავი
 

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს ადვოკატი, გიორგი გელხაური მედიით გავრცელებულ ე.წ. ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის მე-5 ჩვენებას ეხმაურება და მას აბსურდულს უწოდებს. 

გელხაური ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, გურამ ამირხანაშვილმა ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. ადვოკატის თქმით, გამოძიება საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს ანადგურებს. 

"ვის სჯერა იმ ჩვენების, რომელიც მედიით გავრცელდა, სადაც ამირხანაშვილი საუბრობს, რომ თითქოს და მისი მეგობარი 10 წუთის წინ სასიკვდილოდ გაიმეტეს და წყალში ჩააგდეს. მერე იგივე პირები ეუბნებიან ერთადერთ მეგობარს, რომ იმედია, მან ცურვა კარგად იცის. ვის სჯერა ამ სიბრიყვის?! ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ ებრძვის სახელმწიფო და საგამოძიებო ორგანოები კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულად ცნობილ პირებს, როგორ ახდენს ის ზეწოლას მოწმეებზე და როგორ ანადგურებს ნივთმტკიცებებს. ვინ ადეკვატური დაიჯერებს ამირხანაშვილის მე-5 შეცვლილ ჩვენებას, სადაც მას მკვლელებმა განუცხადეს, რომ მისი მეგობარი ჩააგდეს წყალში. ეს აბსურდია და ამას რეალობასთან კავშირი არ აქვს", - ამბობს გიორგი გელხაური.  

ცნობისთვის, რომ მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის პროცესი მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, "რადიო თავისუფლებამ" გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი მასალებიდან გამოკითხვის ერთ-ერთი ოქმი გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც, გამოცემისვე ცნობით, სავარაუდოდ, 5 დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.


close დახურვა