logo
ENG



ზაალ უდუმაშვილი: 20 ივნისს დაწყებული ბრძოლა ნოემბერში დასრულდება

16 ნოე 201913:06
3 წუთის საკითხავი
 
nbvh99o136vvvvx.jpg

მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე. მათ ღამე კარვებში გაატარეს. გუშინ ტერიტორიაზე დამატებით მიიტანეს კარვები და კასრები, რომლებსაც აქციის მონაწილეები გასათბობად იყენებენ. წუხელ რუსთაველზე მცირე ინციდენტიც მოხდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დემონსტრანტი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 20 ივნისს დაწყებული ბრძოლა ნოემბერში დასრულდება და გამარჯვებას ისინი ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვებენ.

„20 ივნისი იყო მეგობრებო იყო ბრძოლის დასაწყისი. 20 ივნისს პირველად ნახა ბიძინა ივანიშვილმა 7 წლის განმავლობაში ხალხის რეალური ძალა. ნოემბერი იქნება  ამ ბრძოლის დასასრული და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ თქვენთან ერთად,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.


close დახურვა