logo
ENG



ზაალ უდუმაშვილმა ხანძთელის ქუჩაზე ადგილობრივებს ენმ-ს ანტიკრიზისული გეგმა გააცნო

25 მაი 202015:43
3 წუთის საკითხავი
 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი ხანძთელის ქუჩაზე ადგილობრივებს შეხვდა და ენმ-ის ანტიკრიზისული გეგმის ის ნაწილი გააცნო, რომელიც 18 წლამდე ბავშვებისთვის 500 ლარიან, ხოლო 18 წელზე მეტი პირებისთვის 1000 ლარიან დახმარებას გულისხმობს.

„მხოლოდ ამ ერთ თბილისურ ეზოში ცხოვრობს დაახლოებტ 8 ოჯახი და არცერთი მათგანი არ მოხვდა იმ დაპირებაში, რომელიც გასცა ხელისუფლებამ პანდემიით დაზარალებული ოჯახისთვის. ეს არის მაგალითი იმისა თუ როგორ ყურადღებას აქცევს ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს.  ასეთი არის 2 მილიონ 700 000 საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დაპირეაც კი არ შეეხო. ამიტომ ვამბობთ რომ აუცილებელი და გადაუდებელია დღეს რომ ჩვენ მოსახლეობას დავეხმაროთ სწორედ ფულით“,-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.


close დახურვა